ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და „ვიკტორ ნოზაძის საზოგადოება" 5 დეკემბერს გამართავენ ცნობილი ქართველი მოღვაწისა და რუსთველოლოგის, ვიკტორ ნოზაძის, 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენცია გაიხსნება 11 საათზე, თსუ I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაცია იხ. ღონისძიების პროგრამასა და მოსაწვევში.